ახლა საჭიროა პოლიტიკური გამბედაობა და კომპრომისი, კომპრომისი არის ევროპული გზა

ახლა საჭიროა პოლიტიკური გამბედაობა და კომპრომისი, კომპრომისი არის ევროპული გზა – კრისტიან დანიელსონი.

ახლა საჭიროა პოლიტიკური გამბედაობა და კომპრომისი, კომპრომისი არის ევროპული გზა – ამის შესახებ კრისტიან დანიელსონმა განაცხადა.

„დისტანციურად შევხვდი შვიდ ევროპარლამენტარს და განვიხილეთ სამომავლო ნაბიჯები. ასევე, შევხვდი აქტიურ არასამთავრობო სექტორს. მათი გუშინდელი განცხადება ძალიან საინტერესო იყო. როგორც ვხედავ, საუბარია კომპრომისზე, რომელიც ორიენტირებულია მომავალზე. აქ ჩამოსვლამდე ბრიუსელში მქონდა კონტაქტები. ევროკავშირი აქტიურად ჩართული, რომ საქართველოს კრიზისის გადალახვაში დაეხმაროს, თუმცა პასუხისმგებლობა ამ კრიზისის გადაჭრაზე ეკისრება არა ევროკავშირს, არამედ საქართველოს პოლიტიკურ ლიდერებს. აქვე მინდა ვთქვა, რომ წინა მისიის დროს საკითხებს კარგად გავეცანით. ვფიქრობ, ყველა პოლიტიკურმა პარტიამ იცის, რა შეხედულებები აქვთ სხვებს. ასევე, მათ იციან, რა არის გასაკეთებელი შეთანხმების მისაღწევად, თუმცა ეს მათი საქმეა, რომ იპოვონ შეთანხმება და კომპრომისი.

ჩვენ მხოლოდ მათი მხარდაჭერა შეგვიძლია და გავაკეთებთ ყველაფერს, რაც შეგვიძლია დასახმარებლად. ახლა არის საჭირო პოლიტიკური გამბედაობა და კომპრომისი. ხაზი უნდა გავუსვა, რომ კომპრომისი არ არის სისუსტე. კომპრომისი არის სიძლიერის, დემოკრატიის ნიშანი. კომპრომისი არის ევროპული გზა“ – განაცხადა დანიელსონმა.

წყარო: ptn.ge