Booking.moh.gov.ge: აჭარაში „ფაიზერით“ ვაქცინაცია ხვალ დაიწყება

აჭარაში „ფაიზერით“ ვაქცინაცია ხვალ დაიწყება. როგორც აჭარის ჯანდაცვის მინისტრმა განცხადა, მომდევნო ორი კვირა სრულად დაჯავშნილია.

ფაიზერით“ ვაქცინაცია ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში იქნება შესაძლებელი, „ასრაზენეკათი“ ვაქცინაცია კი ​მედცენტრში გაგრძელდება. ორი კვირა სრულად დაჯავშნილია, საუბარია 1 300-მდე დოზაზე. დღეის მდგომარეობით, 470-ზე მეტი პირია აცრილი „ასტრაზენეკათი“. აქედან, დღეს 30 აიცრა. მოსახლეობის ინტერესი „ფაიზერის“ შემთხვევაში, მეტია. რაც შეეხება ეპიდვითარებას, საყურადღებოა. არის დღეები, როცა მცირედი მატება ფიქსირდება. ორი სკოლაა მხოლოდ დახურული და ონლაინრეჟიმში გრძელდება სასწავლო პროცესი. ამიტომ თითოეულ მოქალაქეს ვურჩევთ წესების დაცვას, ეს მდგომარეობა გვექნება, ვიდრე მოსახლეობის, ყველაზე ცოტა, 60 პროცენტს არ ავცრით,”- განაცხადა აჭარის ჯანდაცვის მინისტრმა, ნინო ნიჟარაძემ.

 

“იმედინიუსი”