ჩინეთის დედაქალაქს ქვიშის ქარიშხალი თავს უკვე მეორედ დაატყდა

ჩინეთის დედაქალაქს, პეკინს ქვიშის ქარიშხალი თავს ორი კვირის მანძილზე უკვე მეორედ დაატყდა.

ინფორმაციას ამის შესახებ Reuters-ი ავრცელებს.

ქარიშხლის გამო პეკინში ხილვადობა გართულდა.

ადგილობრივი ხელისუფლება დედაქალაქის მცხოვრებლებს სახლში დარჩენისკენ მოუწოდებს.

ცნობისთვის, ქვიშის ქარიშხალი მონღოლეთის უდაბნოში წარმოიქმნა და ძლიერი ქარის მეშვეობით პეკინამდე მიაღწია.

წყარო: ptn.ge