გასული 24 საათის განმავლობაში ჩინეთში კორონავირუსის 10 ახალი შემთხვევა დაფიქსიდა. ინფორმაციას ამის შესახებ Reuters-ი ავრცელებს.
ქვეყნის ჯანდაცვის კომისიის განცხადებით, ახალი შემთხვევებიდან ყველა იმპორტირებულია. ჩინეთში კოვიდის 8 უსიმპტომო შემთხვევაც დაფიქსირდა, რომელსაც ქვეყანა სტატისტიკაში არ აღრიცხავს.
პანდემიის დაწყებიდან დღემდე ჩინეთში კორონავირუსით 90 125 ადამიანი დაინფიცირდა. 4 636 ადამიანი გარდაიცვალა.
წყარო: ptn.ge