Facebook-მა 1,3 მილიარდი ყალბი ანგარიში წაშალა, რომლებიც კორონავირუსის ვაქცინების შესახებ ცრუ ინფორმაციას ავრცელებდნენ.
Facebook-მა ოქტომბერ-დეკემბრის პერიოდში 12 მილიონამდე პოსტი და 1,3 მილიარდი ყალბი ანგარიში წაშალა, რომლებიც კორონავირუსის ვაქცინების შესახებ ცრუ ინფორმაციას ავრცელებდნენ.
ინფორმაციას ამის შესახებ Telegraph-ი ავრცელებს.
დეზინფორმაციის გასაკონტროლებლად კომპანიამ დამატებით 35 000 ადამიანი დაასაქმა. Facebook-ის განცხადებით, ის ყალბი ინფორმაციის ამოსაცნობად ხელოვნური ინტელექტით აღჭურვილ სისტემებსაც იყენებს.
წყარო: ptn.ge