ისევ გამოეთრა, ეს უბედური!
იაფერისტა, იტირა… ჩვენაო, გაუხარელი და უბედური ერი ვართო… აგე, კიდე ერთხელ წავაგეთო, სულ ვმარცხდებითო, აღარც კი ვიცით, ბოლოს როდის მოვიგეთო.
მიშას დროს დაუმარცხებელნი ვიყავითო, უძლეველნიო, გორში მიწაზე არა ვხოხამდითო, ცხინვალის ქუჩებში ჩვენი ჯარისკაცების ცხედრები არ მივატოვეთო… ომი მოვიგეთო, მტერს ყოველთვის ვამარცხებდითო.
ეჰ, ეხლა კი რა გამოდისო?
აღარაფერი გვიხარიაო, შავად თენდება და შავადვე ღამდებაო. ბორხესი ახსენა რამოდენიმეჯერ.
ბორხესიო, ჩემი საყვარელი მწერალიო. აქაც წაიაფერისტა, რაღაცა მობოდა, როგორც ამ გენიალურმა ადამიანმა თქვაო, ასე და ისეო, დუნიაზე ხუთი სიუჟეტი არსებობსო. სინამდვილეში ამას ბორხესი ,,ვიკიპედიაში” აქვს წაკითხული, ისიც შაბათს, რათა კვირას წამოგვაძახოს, ძაან განათლებული გახლავართო.
განათლებული არა, ჩემი ფეხები!
?
მოკლედ, აღარაფერი მიხარიაო, ამ უბედურმა… ქვეყანა ძაძებშია გახვეული, დამდევენ და მითვალთვალებენო, მისმენენო, მიღებენო.
ვის რაში სჭირდება ამ კრეტინის ან გადაღება, ან თვალთვალი, ან მოსმენა?
ახალი კამპანია წამოიწყეს – არიქა, დაგვდევენ, გვითვალთვალებენ, გვიღებენ, გვისმენენო… დღეს ზუსტად იგივე იბოდიალა ამორტიზებულმა ინგა გრიგოლიამ.
ვიმეორებ: ვის რა ფეხებად უნდა ამათი თვალთვალი და მოსმენა? რას ამბობენ ისეთს, რა გააჩნიათ ბოღმისა და ბალღამის გარდა?
?
ჰმ… ისევ იტირა, ამ უბედურმა და… მიშა შემოუშვით საქართველოში, არ დააპატიმროთო. არ უთქვამს, უკრაინაშიც დასაჭერად დასდევენო.
?
ავოიე!
გელა ზედელაშვილი, ჟურნალისტი; სოციალური ქსელი