“ჯერ მოვუსმინოთ კაცს…” – ღარიბაშვილი გახარიაზე

საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი ჟურნალისტების მიერ მისი წინამორბედის სამომავლო გეგმებზე დასმული კითხვის საპასუხოდ აცხადებს, რომ არ იცის, რას აპირებს გიორგი გახარია:

„გიორგი, ჩვენი მთავრობის დროს ჯერ ბიზნესომბუდსმენი იყო, შემდეგ – ეკონომიკისა და შს მინისტრი, ამის შემდეგ – პრემიერ-მინისტრი. 8 წელი იყო მთავრობის წევრი. არ ვიცი, არ მაქვს ინფორმაცია, თუ რას აპირებს. ამიტომ, ჯერ დაელოდეთ, ჯერ მოვუსმინოთ კაცს, რას იტყვის, როგორ იტყვის, შემდეგ გეტყვით ჩვენს შეფასებებს“, – აცხადებს მთავრობის მეთაური.

შეგახსენებთ, ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, გიორგიმ გახარიამ განაცხადა, რომ ის პოლიტიკიდან წასვლას არ აპირებს.

 

“ალია”