ნიკოლას მადუროს Facebook-ის გვერდი დაუბლოკეს

ვენესუელის პრეზიდენტს, ნიკოლას მადუროს Facebook-ის გვერდი 30 დღით დაუბლოკეს. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.

როგორც Facebook-ში აცხადებენ, ამის მიზეზი ისაა რომ მადურომ სოციალური ქსელის წესები დაარღვია და ის კორონავირუსის შესახებ დეზინფორმაციას ავრცელებდა. კერძოდ, მადურო, მტკიცებულების გარეშე, რეკლამას უკეთებდა პრეპარატ “კარვატივირს” და ამბობდა, რომ ის კორონავირუსს კურნავს.

Facebook-ის პრესსპიკერის თქმით, შეზღუდვა მადუროს Instagram-ის გვერდს არ შეეხება.

წყარო: ptn.ge