ქართული ისტებლიშმენტის დიდი ნაწილი “ისტორიის სანაგვეზე” მოსათავსებლად განწირულია – დავით ჩხარტიშვილი

ქართული ისტებლიშმენტის დიდი ნაწილი “ისტორიის სანაგვეზე” მოსათავსებლად განწირულია _ ჯერ-ერთი სრულად აცდენილია საერთაშორისო დღის წესრიგს და პარალელურ რეალობაში “თევზაობს”.

მეორე, შიდა ეროვნული განწყობების პრეზენტაციას ვერ ახდენენ წარმომაგენლობით ორგანოებში, რადგანაც თავიდან ბოლომდე სიმულაციაა, “ვაიშების” მიერ ხელოვნურად შექმნილი “ამაოების ბაზარი” და იმ გარე ძალების კრეატუტურა რომლებსაც დღეს თავისი გასჭირვებიათ. ერთი ბიძგიღა _ სერიოზული იდეოლოგიზერებული ძალის გამოჩენა, ჯანმრთელი ინსტინქტებითა და ახალი პროექტით ხუხულასავით დაანგრევს ამ ხელოვნურ კონსტრუქციას იმ ათეულობით პარტიისგან და მედიარესურსით რასაც ქართული მეინსტრიმული პოლიტიკური ველი ჰქვია – რომელიც ექსტერიერული სხვაობების მიუხედავად შიგთავსით ერთია და ერთმანეთს ასაზრდოებს. ამავე დროს ხასგასმით ავღნიშნავ რომ უამრავი ღირსეული ადამიანია მაგ პარტიებში _ დაბნეულნი, ისინი ფაქტობრივად მძევლებად იქცნენ არსებული განლაგების და გაბატონებული მითოლოგიის. ესენიც გათავისუფლდებიან და ამ ახალ ძალას ანდა კატარსისგავლილ “ოცნებას” შეურთდებიან _ ფორმას ჩემთვის ნაკლები მნიშვნელობა აქვს (ამ ვარიანტსაც ვუშვებ, რადგანაც ლიმიტროფი ქვეყანა ვართ და ბევრია დამოკიდებული გარე ძალთა ბალანსზე და ნებაზე) … ამის შედეგად ეს უსასრულო ტრანსფორმაციები მორჩება – ნომენკლატურული კლანების გადაბარგება და წილების გადანაწილებებით, რადგანაც შეუძლებელი ასე გაგრძელბა – დიალექტიკაც მოითხოვს ამას. ნებისმიერი ახალი აქტორი კი, ვინც ამაზე თვალის დახუჭვას ეცდება და მორიგ ფალსიფიკაციას წარუდგენს ერსა და ბერს განწირულია ჩაბმაზე მაგ ფერხულში, შესაბამისად ჩარეცხვაზეც უმოკლეს ვადებში. უნიჭო სპექტაკლებით გადაღლილი ერი გამძაფრებულად გრძონბს ფალშს და მაგიტომაც. მეტამორფოზა იქნება-თქო, ფუნდამენტურ დონეზე ცვლილებები, სადაც “კშატრიები” და “ბრახმანები” კუთვნილ ადგილს დაიკავებენ, ჩამოყალიბდება ვითარება სადაც ყველაფერს მისი სახელი დაერქმევა – წასასვლელი წავა, მოსასვლელი მოვა, პოლიტიკა კი მეტადრე რეალისტური და ორიენტირებული სახელმწიფოებრივ და არა ელექტრორალურ სტრატეგიებზე გახდება! სადაც მორალური ავრორიტეტი (სამხედრო, პოლიციელი, მასწავლებელი, ექიმი …) სიმაღლეზე, “კურტიზანი” კი კუთვნილ ადგილს დაიჭერს საპირფარეშოს კასრთან, ვაშაპატრიოტების, ვაჭრების და კარიერისტების გვერდში. შემდეგ, პროცესი დომინოს პრინციპით ჩაიშლება-გაიშლება და რეგიონალურ შრეებამდე მოაღწევს – აქ ხომ საერთოდ _ 10/20 კაცი არ მისცემდა თავის დროზე ხმას “სახეებს” რომ არა წინა პერიოდის ტრაიბოლისტურ-კლანური შემთხვევითი კონფიგურაციები ვერტიკალში და ზოგადად იდეოლოგიური აჯაბსანდალი ცენტრში. წრეა, რომლის გარღვევის ჟამიც დგება მეგობრებო – მოჯადოვება გამოწვეული რა ახლანდელი არაკომპეტენტური პოლიტიკური ელიტის, წინა ადმინისტრაციულ ელიტებთან სიმბიოზით and so on დასრულდება – ჯადო აიხსნება. მოკლედ, სხვა ფაქტორებიცაა რა თქმა უნდა და დეტალიზირებული მოდელირება შორს წაგვიყვანს მაგრამ თეგები ესაა პროგნოზის. მერედა უბრალოდ სოცქსელის ფორმატი მეტს არ ითვალისწინებს, არც დოგმა მინდა შევთავაზო მკითხველს, რათა ყველამ მისი აგური დადოს. დავუმატებდი ერთსაც (!) ვემზადოთ, მალეღა *

დავით ჩხარტიშვილი, პოლიტოლოგი; სოციალური ქსელი