ომში რომ მივდიოდი – მეშინოდა…
მაგრამ მაინც წავედი, რადგან რაც ხდებოდა, ვერ შევეგუებიდი და სახლში ვერ დავჯდებოდი…
მერე იქ რომ მიმოვიხედე, – ვნახე, რომ საშიში არაა…
არა, ისე არ გამიგოთ, რომ თითქოს არ კლავდნენ და არ ასახიჩრებდნენ, – ერთიც იყო, მეორეც და სხვა ათასი უბედურებაც, მაგრამ მიუხედავად ამისა ხალხი ბნელ სარდაფებში აღარ იმალებოდა. მობეზრდა…
საჭირო იყო ომის წესების ცოდნა, სიფრთხილე და გონიერება, თორემ რაც მოსასვლელია, ისედაც მოვიდოდა და დამერწმუნეთ, ხშირად კარგად დამალული უფრო კარგადაც მოუძებნია და მიუგნია…
ვინც ჯერ ვერ მიხვდა საით მიმყავს საუბარი, – შევეცდები გავაგებინო:
ეს პოლიტიკური თუ გლობალური თუ ინფექციური პანდემია, – იგივე ომია და მობეზრდა ამ ხალხს ფანჯრებიდან ყურება!!!
იციან ბატონო უკვე… გაიგეს რახანია, რომ ხელები უნდა დაიბანონ და ქუჩაში გამვლელს მაინცდამაინც პირში არ უნდა ჩაუძვრნენ.
სხვა ყველაფერი კი მარაზმი და მგლის შიშით ცხვრის გაწყვეტაა…
და რაც უნდა შეშლილი სახეებით გვაშინონ ამ გამარგინალებულმა ინფექციის მამებმა თუ მინისტრ-მოადგილეებმა ჯიბის ტელევიზორებიდან, – ხალხმა უკვე გადაწყვიტა, რომ გარეთ გამოვიდეს, და ამას ვერავითარი კომენდანტი თუ პრიკაზჩიკ-აკალადჩიკი ვეღარ შეაჩერებს.
და რაც უფრო ეცდებით ბანოვანო ბატონებო, კიდევ და კიდევ გაუხანგრძლივოთ საკუთარ სისხლს და ხორცს ეს ჩაკეტილობა, – მით უფრო მოშივდება, გავეშდება, გაავდება, განადირდება და როცა გალიას თავად გამოანგრევს, – მერე უკვე, დამიჯერეთ, ვეღარსად გაასწრებთ.
ასე რომ, აზრზე მოდით ვიდრე გვიან არ არის და ხალხს სუნთქვის, საკვების მოპოვების და წუთისოფლის ასატანად გატანის საშუალება მაინც მიეცით, იმ ათას ერთი ღამის ზღაპრებზე აღარაფერს ვამბობ, რითაც 9 წლის წინათ ხელისუფლებაში მობრძანდით…
პ.ს. დღეს აქ გავჩერდები და მერე ვნახოთ…
/გრინ ბარეტი/ ჟურნალისტი
“სოციალური ქსელი”