რომის პაპმა პალმის რტოთა რიტუალზე განაცხადა, რომ ეშმაკი პანდემიას საკუთარი მიზნებისთვის იყენებს. ამის შესახებ Reuters წერს.
“ეშმაკი იყენებს კრიზისს უნდობლობის, სასოწარკვეთისა და უთანხმოების დასათესად” – განაცხადა რომის პაპმა და აღნიშნა, რომ პანდემიამ ფიზიკური, ფსიქოლოგიური და სულიერი ტანჯვა მოიტანა.
პაპმა პალმის რტოთა რიტუალის საკვირაო წირვა თითქმის დაცარიელებულ წმინდა პეტრეს ტაძარში აღავლინა და მრევლს მოუწოდა პანდემიის პერიოდში ღარიბებთან და ტანჯულებთან ახლოს იყვნენ.
წყარო: ptn.ge