იმ რაიონების და ქუჩების სრული სია, სადაც გაზის მიწოდება შეწყდება, Tbilisi Energy-ს ვებგვერდზეა გამოქვეყნებული.
თბილისში 7,5 ათასზე მეტ აბონენტს დღე-ნახევრით ბუნებრივი აირის მიწოდება შეუწყდება, აფრთხილებს გაზგამანაწილებელი კომპანია Tbilisi Energy.
გაზის გათიშვა უკავშირდება ისნის რაიონში ჩატარებულ სამუშაოებს – გაზმომარაგების ერთერთი ცენტრალური ახლადრეაბილიტირებული სადგურის ექსპლუატაციაში გაშვებას.
გაზის მიწოდება შეწყდება 30 მარტს 09:00 საათზე, ხოლო აღდგება მეორე დღეს, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე.
გაზი გაეთიშება კაკაბეთის ქუჩას, ვაზისუბნის დასახლებას, კახეთის გზატკეცილს, ჯორჯ ბუშის ქუჩას, საბანაკოს დასახლებას, ყვარლის, ხუდადოვის ქუჩებს, მახათას მთას, ზეთისხილის ქუჩას.
გარდა ამისა, ბუნებრივი აირი შეუწყდება მელაანის შესახვევის 141-ში მდებარე საქართველოს საპატრიარქოს და აღნიშნულ ტერიტორიაზე განთავსებულ მცირე კომერციულ და საბიუჯეტო ობიექტებს.
იმ რაიონების და ქუჩების სრული სია, სადაც გაზის მიწოდება შეწყდება, კომპანიის ვებგვერდზეა გამოქვეყნებული.