იუთუბარხზე ვრცელდება ტურისტის ვიდეო, სადაც ტურისტი, რომელიც უკვე საქართველოშია, ჰყვება თავის ისტორიას. გიდი, გიორგი წიკლაურის ინფორმაციით, ტურისტი უკრაინიდანაა.
დამატება: – “Корректировка ) Карантин нам обошёлся примерно в 55 долларов в день на двоих. Оказывается мне озвучивали цены в лари. Но суть все та же.”
გიდი, გიორგი წიკლაური, აქვეყნებს ფოტოს და წერს:
“ამასობაში საქართველო ოფიციალურად გახდა ყაჩაღი და მძარცველი სახელმწიფო. ხაზს ვუსვამ – ოფიციალურად! საკუთარი მთავრობის ხელმოწერით!
ამას გულისხმობს არსებული პროტოკოლი საქართველოში ჩამოსულ უცხო ქვეყნების მოქალაქეებისთვის. კერძოდ – მოთხოვნა, რომ ჩამოსვლისას მესამე დღეს აქ გაიკეთონ PCR-ტესტი. რა ძარცვის მანქანაა ჩამოყალიბებული ამ მოთხოვნის მიღმა, ჩვენმა საზოგადოებამ ჯერ არ იცის. სამწუხაროდ, მსოფლიოში უკვე გაბაზრდა ეს ამბავი და შედეგებს ყველა ვიგრძნობთ ჩვენ ტყავზე ამ წლის ტურისტული სეზონის ისევ ჩავარდნისას. რადგან ინტერნეტში სწრაფად ვრცელდება ძალიან ნეგატიური ცნობები საქართველოს, როგორც ტურისტული მიმართულების, შესახებ. იმიჯი უკვე გვაქვს შელახული, თან მაგრა.
ეხლა რასაც მოვყვები, უკვე მოუვიდა რამდენიმე ტურისტს იმ მცირე რაოდენობიდან, ვინც ზამთრის სეზონის მიწურულს ჩამოვიდა საქართველოში თხილამურებზე სასრიალოდ. ამის შესახებ თვითონ ყვებიან ინტერნეტში – იუთუბზე ან ტურისტულ ფაბლიკებში. და ამას ადასტურებენ ადგილობრივი გიდები, ვინც უწევდა სერვის და კონტაქტში არის ამ ხალხთან. ანუ ეს რამდენიმე შემთხვევა მხოლოდ ისაა, რაც ხმამაღლა გაბაზრდა და ჩემი ნაცნობი კოლეგებისგან დასტურდება. წარმოიდგინეთ, რამდენია კიდე რაც არ ვიცით…
მოკლედ, რა ხდება, როცა ტურისტი საქართველოში მესამე დღეს PCR-ტესტს აბარებს და პასუხი დადებითია? უნდა ჩაჯდეს 10-14-დღიან კარანტინში, საკუთარი ხარჯით. მარტო მაგას არ ეხება – ყველა მიყავთ, ვინც მასთან ერთად არის ჩამოსული, მიუხედავად ტესტების შედეგებისას. და ამასობაში ხდება ისეთი საოცარი რაღაცეები…
1) არ აქვთ საშუალება აირჩიონ კოვიდ-სასტუმრო. ანუ ფასის, ხარისხის, სერვისის, და რაც მთავარია – კვების, არჩევანს არ აძლევენ. მოდის პოლიცია, ექცევიან როგორც დამნაშავეს უხეშად, ტენიან კოვიდ-მანქანაში და მიყავთ სადაც უნდათ. ფაქტის წინაშე აყენებენ: ორი კვირა იჯექი აქ, ჭამე ეს, და გადაიხადე ამდენი. და თუ სასტუმრო შეიძლება ნორმალური იყოს, კვება როგორც წესი არ უვარგა ყველას. თან ფულს გახდევინებენ იმაში, რაც შეიძლება სულ არ გინდოდეს, არ მოგწონდეს, ან საერთოდ აკრძალული იყოს შენთვის. ერთადერთი რაც შეგიძლია გააკეთო, კიდე გადაყარო მაყუთი, რომ რამე შენი მოთხოვნა გაითვალისწინონ. ანუ რეკეტია რა პირდაპირი.
2) PCR-ტესტებში არსებობს შეცდომის მაღალი ალბათობა. ეს იმდენად არ ეხება თვითონ მეთოდს. უფრო – ლაბორატორიების მუშაობის ხარისხს. მითუმეტეს ეს საქართველოა და ყველამ ხო ვიცით აქაური “სფეციფიქა” მოკლედ, ბევრი ფაქტორი არსებობს, რის გამო ტესტი შეიძლება გიჩვენოს კორონა, და ამასობაში არანაირი კორონა არ გაქვს. რა ხდება ეხლა ტურისტის მიმართებაში? არ აქვს საშუალება მოითხოვოს და გაიკეთოს მეორე ტესტი – გადასამოწმებლად, სხვა ლაბორატორიაში, საკუთარი ხარჯით თუნდაც. ფიზიკურად ბლოკავენ. განმეორებითი ტესტები კეთდება ყოველ სამ დღეში. მაგრამ შედეგი უკვე არაფერს არ ნიშნავს. სანამ ის 14 დღე არ გავა, იმ სასტუმროდან არ გამოუშვებენ “რისკების შესამცირებლად”. და არც ქვეყანას დაატოვებინებენ, თუ თვითმფრინავის ბილეთი ჯიბეში უდევს. კარგავს იმ ბილეთს.
ანუ სრულიად ჯამრთელი ადამიანი შეიძლება გახდეს 14 დღით აბსოლუტურად უუფლებო მძევალი და დაკარგოს ბევრი ფული – ზოგ შემთხვევაში ათასობით დოლარზეა საუბარი. ასეა აწყობილი სისტემა. ამისთვის საჭიროა მხოლოდ ერთხელ რომ ტესტი კორონა აჩვენოს – ვსიო, მორჩა, დამთავრებულია იმ კაცის საქმე, მერე თუ გინდა ათი ტესტი საპირისპირო შედეგი მოგცეს. ყველა გადაწყვეტილებას ღებულობს კოვიდ-სასტუმროს ექიმი, ანუ ყველანაირი უფლება მიაბარეს თვითონ სასტუმროს. რომლის პირდაპირი ინტერესია მაქსიმალურად გაჭედოს და გაწუროს ის ადამიანები.
ეხლა კიდე ერთი ნიუანსი. კოვიდ-სასტუმროების მფლობელები, როგორც წესი, დაახლოებულები არიან სამთავრობო ჩინოვნიკებთან. განსაკუთრებით რეგიონებში, ყველა ძმაკაცობს, ახლობლობს და ენათესავება ადგილობრივ ქოც-მაფიას.
როგორ ფიქრობთ, შეგვიძლია თუ არა ვივარაუდოდ კორუფციული და აფერისტული სქემები ამ სასტუმროებში ტურისტების ჩასაგდებად და მათგან ფულის გამოძალვის მიზნით?
და სანამ ღორები ძღებიან, ჩვენი და ქვეყნის საქმე ქაქში მიექანება…
P.S.
ფოტოზეა სადილი თბილისის ერთერთ კოვიდ-სასტუმროში. იქ მოთავსებულ ტურისტს (თან ჯანმრთელია) დღეში 70 ლარს ახდევინებენ.
დღეს გაფრინდა საქართველოდან უკრაინელების ჯგუფი. სვანეთში იყვნენ და ერთს აღმოუჩნდა კორონა – როგორც ჩანს, უკვე აქ აიკიდა, ან მგზავრობისას. დანარჩენების ტესტები უარყოფითი იყო, და მაინც წაიყვანეს ჯამრთელი ხალხი გამოკეტეს ზუგდიდის კოვიდ-სასტუმროში. არც არჩევანის საშუალება მისცეს არც არაფერი. დაადგნენ მთვრალი პოლიციელები და წაიყვანეს. იმ სასტუმროს მფლობელი, როგორც ირკვევა, იმ პოლიციელების მეგობარია. და 8 დღე ყავდათ გამოკეტილები ის ტურისტები. ახალ ტესტებზე უარს ეუბნებოდნენ, მე-8 დღეს გაუკეთეს მხოლოდ და მერე გამოუშვეს.”