დანიელსონი “ქართულ ოცნებასა” და ოპოზიციურ პარტიებს დღეს კონკრეტულ დოკუმენტს შესთავაზებს

შარლ მიშელის სპეციალური წარმომადგენლის მედიაცია მეორე რაუნდის ფარგლებში გრძელდება. ევროკავშირის მაღალჩინოსანი დღეს “ქართულ ოცნებასა” და ოპოზიციურ პარტიებს კონკრეტულ დოკუმენტს შესთავაზებს.

შვედი დიპლომატი კრისტიან დანიელსონი უკვე შეხვდა როგორც ოპოზიციური პარტიების ასევე მმართველი გუნდისა და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებს. მან გუშინდელი დღე მედიასთან შეაჯამა და აღნიშნა, რომ შეხვედრები ნაყოფიერი იქნება.

შეგახსენებთ მედიაციის ფარგლებში დანიელსონი ქვეყანაში მეორე ვიზიტით ჩამოვიდა, დღეს კი მოლაპარაკებების მეორე დღეა. წინა ჯერზე კრისტიან დანიელსონს საკუთარი რამდენიმე დღიანი ვიზიტის ერთ კვირამდე გახანგრძლივება მოუწია და 12 მარტიდან 18 მარტამდე მან ოპოზიციის და ხელისუფლების წარმომადგენლებთან არაერთი შეხვედრა  გამართა, როგორც ინდივიდუალურად, ასევე ერთობლივად.

 

“რუსთავი2”