დიდი, ახალი და ფრიად სასიამოვნო ამბავი: ინგლისური მედია წერს, რომ ხვიჩა კვარაცხელიამ კარიერა, შესაძლოა, ლივერპულში გააგრძელოს !
მერსისაიდელთა გერმანელი მწვრთნელი იურგენ კლოპი, თურმე, რამდენიმე თვეა ქართველ შემტევს აკვირდება, მის აგენტებთან სატრანსფერი მოლაპარაკების წამოწყება კი კლუბის სკაუტებისთვის ესპანეთთან დიდებულად ჩატარებული მატჩის შემდეგ დაუვალებია.
იურგენ კლოპი იანვარში სატრანსფერო ფანჯრის გამოყენებას გეგმავს – 1TV:
„ხვიჩა ის ფეხბურთელია, ვინც კლოპის გემოვნებას აკმაყოფილებს. მწვრთნელს ის სადიო მანეს მემკვიდრედ ესახება. კვარაცხელია ახლა რუსეთში, ყაზანის რუბინის ღირსებას იცავს და ჩემპიონტში ერთ-ერთი საუკეთესოა. ქართველმა ფეხბურთელმა კარგი მატჩი ჩაატარა ესპანეთის წინააღმდეგ, რომელიც საქართველომ 1:2 დათმო. კვარაცხელიამ ჩინებული გოლი გაიტანა“, – წერს ივნინგ ექსპრესი და დასძენს, რომ ხვიჩა კვარაცხელიას გადაბირებისთვის ლივერპულს სხვა მდიდარ კლუბებთან მოუწევს კონკურენცია.
ვნახოთ, რა იქნება. ცეცხლი უკვამლოდ რომ არ ჩნდება, ფაქტია…
სტატია მომზადებულია leadersport.ge მიერ.