კანადამ 55 წელს ქვემოთ მყოფ ადამიანებში Oxford/AstraZeneca-ს ვაქცინის გამოყენება დროებით შეაჩერა.
კანადამ 55 წელს ქვემოთ მყოფ ადამიანებში Oxford/AstraZeneca-ს კორონავირუსის ვაქცინის გამოყენება დროებით შეაჩერა. ინფორმაციას ამის შესახებ Guardian-ი ავრცელებს.
„ჯერჯერობით გაურკვეველია რამდენად აღემატება 55 წელს ქვემოთ მყოფ პირებში AstraZeneca-ს ვაქცინის გამოყენებით მიღებული სარგებელი პოტენციურ რისკებს“,- განაცხადა იმუნიზაციის ეროვნული მრჩეველთა კომიტეტის წარმომადგენელმა, შელი დიკსმა.
ცნობისთვის, პანდემიის დაწყებიდან დღემდე კანადაში კორონავირუსით 971,718 ადამიანი დაინფცირიდა.
წყარო: bm.ge