საქართველოში ბოლო 24 საათში გამოვლენილი კორონავირუსის 673 შემთხვევიდან ყველაზე მეტი – 330 შემთხვევა დედაქალაქში დაფიქსირდა. ინფორმაციას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.
ინფიცირებულთა შემთხვევების რაოდენობით მეორე ადგილზე სამეგრელო – ზემო სვანეთი, შემდეგ იმერეთია.
რეგიონების მიხედვით კორონავირუსით ინფიცირების სტატისტიკა ასეთია: სამეგრელო – ზემო სვანეთი – 71, იმერეთი – 67, შიდა ქართლი – 57, აჭარა – 56, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 26, გურია – 22, ქვემო ქართლი – 19, კახეთი – 14, მცხეთა-მთიანეთი – 7, სამცხე-ჯავახეთი – 4.
ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 298 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა – 272.899-მდე.
ბოლო დღე-ღამის განმავლობში გარდაიცვალა 8 ადამიანი და გარდაცვლილთა საერთო რაოდენობამ 3.773-ს მიაღწია.
ამ დროის მონაცემებით, საქართველოში 4.447 აქტიური შემთხვევაა. კოვიდ-კლინიკებში მოთავსებულია 1.624 პაციენტი, მათ შორის, თბილისში – 770, აჭარაში – 208, იმერეთში – 289.
326 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე შეერთებულია 68 პირი, მათგან თბილისში – 47, აჭარაში – 2, იმერეთში – 6. კოვიდ-სასტუმროში მოთავსებულია 214 ადამიანი, მათ შორის 175 – თბილისში, 30 – აჭარაში. 2.609 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.
დღევანდელი მდგომარეობით, საკარანტინე სივრცეში მოთავსებულია 263 ადამიანი, მათ შორის, თბილისში – 152, ხოლო აჭარაში – 16. თვითიზოლაციაში იმყოფება 7.922 ადამიანი, მათ შორის თბილისში – 3.502 პირი, აჭარაში – 995, იმერეთში – 1036.
საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 673 -ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 281.145-ს მიაღწია.
საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.