“მიღწეულის შესანარჩუნებლად აუცილებელია მოსახლეობამ უარი სთქვას ვაქცინაციისადმი სკეპტიციზმზე და დაუყოვნებლივ ჩაერთოს ფართომასშტაბიანი ვაქცინაციის პროცესში” – თენგიზ ცერცვაძე

მიღ­წე­უ­ლის შე­სა­ნარ­ჩუ­ნებ­ლად აუ­ცი­ლე­ბე­ლია მო­სახ­ლე­ო­ბამ უარი თქვას ვაქ­ცი­ნა­ცი­ი­სად­მი სკეპ­ტი­ციზ­მზე და და­უ­ყოვ­ნებ­ლივ ჩა­ერ­თოს ფარ­თო­მას­შტა­ბი­ა­ნი ვაქ­ცი­ნა­ცი­ის პრო­ცეს­ში, – ამის შე­სა­ხებ ინ­ფექ­ცი­უ­რი სა­ა­ვად­მყო­ფოს გე­ნე­რა­ლუ­რი დი­რექ­ტო­რი თენ­გიზ ცერ­ცვა­ძე სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში წერს.

რო­გორც ცერ­ცვა­ძე აღ­ნიშ­ნავს, ახა­ლი შემ­თხვე­ვე­ბის ზრდის ტენ­დენ­ცია ბოლო დღე­ებ­ში, სამ­წუ­ხა­როდ, სა­ქარ­თვე­ლო­შიც და­ფიქ­სირ­და, თუმ­ცა ეპიდსი­ტუ­ა­ცია რჩე­ბა სტა­ბი­ლუ­რი.

“NDI-ის ბოლო გა­მო­კი­თხვით, რო­მელ­საც ხე­ლი­სუფ­ლე­ბი­სად­მი მი­კერ­ძო­ე­ბას ნამ­დვი­ლად ვერ და­აბ­რა­ლებ, მო­სახ­ლე­ო­ბის 68% თვლის, რომ ქვე­ყა­ნა COVID-19-ის პან­დე­მი­ას კარ­გად უმკლავ­დე­ბა და მხო­ლოდ 27% თვლის პი­რი­ქით და ეს მი­უ­ხე­და­ვად პან­დე­მი­ით გა­მოწ­ვე­უ­ლი სე­რი­ო­ზუ­ლი ეკო­ნო­მი­კუ­რი და სო­ცი­ა­ლუ­რი სიძ­ნე­ლე­ე­ბი­სა, რო­მე­ლიც სე­რი­ო­ზულ უხერ­ხუ­ლო­ბას უქ­მნის მო­სახ­ლე­ო­ბას.

სა­ქარ­თვე­ლომ ვაქ­ცი­ნის არ­ქო­ნის და მი­ნი­მა­ლუ­რი შე­ზღუდ­ვე­ბის პი­რო­ბებ­შიც კი მო­ა­ხერ­ხა COVID-19-ის ეპიდსი­ტუ­ა­ცი­ის სტა­ბი­ლი­ზე­ბა და სა­დღე­ი­სოდ აქვს COVID-19-ის ახა­ლი შემ­თხვე­ვე­ბის და გარ­დაც­ვა­ლე­ბის შემ­თხვე­ვე­ბის ევ­რო­პი­სა და ამე­რი­კის ქვეყ­ნებს შო­რის ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე და­ბა­ლი მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი. მაგ­რამ ეს არა­ვი­თარ შემ­თხვე­ვა­ში არ იძ­ლე­ვა დამ­შვი­დე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბას, რა­მე­თუ მთელ მსოფ­ლი­ო­ში აღი­ნიშ­ნე­ბა COVID-19-ის ახა­ლი შემ­თხვე­ვე­ბის და გარ­დაც­ვა­ლე­ბის შემ­თხვე­ვე­ბის მკვეთ­რი მა­ტე­ბა. სულ უფრო აქ­ტი­უ­რად ის­მის ლა­პა­რა­კი პან­დე­მი­ის მე-3 ტალ­ღა­ზე და რიგ­მა ევ­რო­პულ­მა ქვეყ­ნებ­მა უკვე მი­ი­ღეს ან აპი­რე­ბენ მი­ი­ღონ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა შე­ზღუდ­ვე­ბის გამ­კაც­რე­ბის და მო­რი­გი ლო­ქ­და­უ­ნე­ბის გა­მო­ცხა­დე­ბის თა­ო­ბა­ზე, რაც ძა­ლი­ან მტკივ­ნე­უ­ლი იქ­ნე­ბა მო­სახ­ლე­ო­ბი­სათ­ვის. ახა­ლი შემ­თხვე­ვე­ბის ზრდის ტენ­დენ­ცია (ჯერ მხო­ლოდ ტენ­დენ­ცია) ბოლო დღე­ებ­ში, სამ­წუ­ხა­როდ, სა­ქარ­თვე­ლო­შიც და­ფიქ­სირ­და, თუმ­ცა ეპიდსი­ტუ­ა­ცია რჩე­ბა სტა­ბი­ლუ­რი.

მიღ­წე­უ­ლის შე­სა­ნარ­ჩუ­ნებ­ლად და კი­დევ უფრო გა­სა­უმ­ჯო­ბე­სებ­ლად აუ­ცი­ლე­ბე­ლია მო­სახ­ლე­ო­ბამ უარი სთქვას ვაქ­ცი­ნა­ცი­ი­სად­მი სკეპ­ტი­ციზ­მზე და და­უ­ყოვ­ნებ­ლივ ჩა­ერ­თოს ფარ­თო­მას­შტა­ბი­ა­ნი ვაქ­ცი­ნა­ცი­ის პრო­ცეს­ში. ასე­ვე სა­სი­ცო­ცხლოდ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია უკ­ლებ­ლივ ყვე­ლამ ვა­ტა­როთ პირ­ბა­დე, და­ვიც­ვათ სო­ცი­ა­ლუ­რი დის­ტან­ცი­რე­ბა და უარი ვთქვათ ხალ­ხმრა­ვალ შეკ­რე­ბებ­ზე. ამით ჩვენ შევ­ძლებთ, რაც შე­იძ­ლე­ბა მალე და­ვუბ­რუნ­დეთ ნორ­მა­ლურ ცხოვ­რე­ბას, ეკო­ნო­მი­კის აღ­მავ­ლო­ბას და თა­ვი­დან ავი­ცი­ლოთ ის მტკივ­ნე­უ­ლი პრო­ცე­სე­ბი, რო­მე­ლიც ყვე­ლამ ერ­თად გა­და­ვი­ტა­ნეთ ბოლო 1 წლის მან­ძილ­ზე.

გვჯე­რა, რომ სა­ქარ­თვე­ლოს მო­სახ­ლე­ო­ბა გა­ა­კე­თებს სწორ არ­ჩე­ვანს”, – წერს ცერ­ცვა­ძე.