პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი ქადაგიშვილი ამბობს, რომ „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერი, შალვა ნათელაშვილი მიხეილ სააკაშვილის დაკვეთას ასრულებს.
„ნათელაშვილი ამ ყველაფერს აკეთებს იმიტომ, რომ ეს სააკაშვილის დაკვეთაა და რასაც თავად ერიდება, ასე ღია ტექსტით საუბარს, ვფიქრობ, ამას აკეთებინებს ნათელაშვილს. თუნდაც ოპოზიციაში იყო, საკუთარი ქვეყნის მიმართ ასეთი დამოკიდებულება ნიშნავს, რომ ამ ქვეყნის საერთო მიზანი ევროატლანტიკურ სივრცეში ინტეგრაციისაა, არ გაქვს და შენი მიზანია, მაქსიმალურად მოახდინო ამ მიზნებისკენ მიმავალ გზაზე დისკრედიტაცია, ამიტომ არის მისი რეიტინგი და მისი საარჩევნო ხმების რაოდენობა ერთ პროცენტს ძლივს აღწევს“, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.
წყარო: itv.ge