ქართველი “კანონიერი ქურდების” შეკრება საბერძნეთში – ვინ ითხოვს სტატუსის აღდგენას?

ქართველმა „კანონიერმა ქურდებმა“ საბერძნეთში შეიკრიბნენ. ამის შესახებ „პრაიმ კრაიმის“ რედაქტორი ვიქტორია გეფტერი იუწყება.

მისი თქმით, შეკრების მიზეზი 46 წლის ქართველი ზვიად პაპიაშვილია, რომელსაც „კანონიერი ქურდის“ სტატუსის დაბრუნება სურს. როგორც ცნობილია, ის 2008 წელს მეშვიდე იზოლატორში სცემეს.

შეხვედრა დასრულდა იმით, რომ პაპიაშვილს 58 წლის ნიკოლაი შალიბაშვილმა დაარტყა, რომელიც კრიმინალურ წრეებში „კოკას“ სახელითაა ცნობილი. შესაბამისად ზვიად პაპიაშვილს მორიგ შეკრებამდე „კანონიერი ქურდის“ სტატუსის აღდგენაზე უარი ეთქვა.

გეფტერის აზრით, ზვიადს პრაქტიკულად არ ჰქონდა შანსი, რადგან მან დაკარგა ყველაზე გავლენიანი „კანონიერი ქურდების“ მხარდაჭერა. კერძოდ კი კრიმინალური ავტორიტეტის შაქრო კალაშოვის (შაქრო მალადოი), რომელმაც ინციდენტის შესახებ შეიტყო და კოკას მხარე დაიჭირა.