რუსუდან კერვალიშვილმა პენიტენციური დაწესებულება დატოვა

4-წლიანი პატიმრობის შემდეგ რუსუდან კერვალიშვილმა საპატიმრო დატოვა. მას ოჯახის წევრები და ახლობლები დახვდნენ.

„ცენტრ პოინტის“ ერთ-ერთ დამფუძნებელს ამხანაგობა „თაბუკაშვილი 88-ის“ ეპიზოდზე 4 წლით თავისუფლების აღკვეთა 2017 წელს მიესაჯა.

რაც შეეხება მაია რჩეულიშვილს, შეფარდებული 7-წლიანი სასჯელიდან მას უკვე 4 წელზე მეტი მოხდილი აქვს . კომპანია „ცენტრ პოინტის” დამფუძნებელსა და ხელმძღვანელს ამნისტიის აქტი შეეხო, მაგრამ საპატიმროს დატოვებაზე მას დაზარალებულთა თანხმობა სჭირდება.

მაია რჩეულიშვილს თანხების მითვისებასა და გაფლანგვაში ედება ბრალი. საქმე რამდენიმე ეპიზოდს მოიცავს.

 

“იმედინიუსი”