წულუკიანი – პრიორიტეტი იქნება ხელოვანი ადამიანი

წულუკიანი – პრიორიტეტი იქნება ხელოვანი ადამიანი, რომელიც თავს ყველასგან, პირველ რიგში, სახელმწიფოსგან მიტოვებულად გრძნობს.

ჩემი სურვილია, რომ ჩვენი სამინისტრო არ იყოს აღქმული როგორც მხოლოდ მარჯანიშვილის ან რუსთაველის თეატრის სამინისტრო,- – ამის შესახებ კულტურის, სპორტის და ახალგაზრდობის მინისტრმა, თეა წულუკიანმა „იმედის დილაში“ განაცხადა.

„პრიორიტეტად მესახება ის, რომ ახალგაზრდას ან იმ ადამიანს, ვინც შეიძლება ახალგაზრდა არ არის, მაგრამ ხელოვანია და თავს გრძნობს მიტოვებულად ყველასგან და პირველ რიგში სახელმწიფოსგან, ჩვენ რაღაცნაირად მივწვდეთ. ასევე, მეორე უმთავრესი მიმართულება არის კულტურაზე წვდომის პრობლემა, რადგან კულტურაზე წვდომა სხვანაირია რუსთავში და სხვანაირია ჭიათურის ამა თუ იმ სოფელში.

სრული თანასწორობა მიღწეული ვერ იქნება, მაგრამ დისბალანსი უნდა იყოს იმხელა, რომ ეს სასწორი მეტ-ნაკლებად გასწორდეს“ – განაცხადა თეა წულუკიანმა.

წყარო: ptn.ge