უცხოელი პარტნიორები რეალურად ვერ იგებენ ბოლომდე იმ პრობლემას, რაც არსებობს – ნინო ბურჯანაძე.
“ერთიანი საქართველოს” ლიდერის, ნინო ბურჯანაძის განცხადებით, კეთილგანწყობის მიუხედავად ხშირად უცხოელი პარტნიორები ჩვენი ქვეყნის სპეციფიკას ვერ იგებენ.
მისი თქმით, სასამართლო რეფორმის შემოთავაზება პოლიტიურ კრიზისს ვერ განმუხტავს.
„მე მრჩება შთაბეჭდილება, რომ ხდება ის, რაც ხშირად ხდება ხოლმე, როდესაც კეთილი სურვილების მიუხედავად, უცხოელი პარტნიორები რეალურად ვერ იგებენ ბოლომდე იმ სპეციფიკას, რაც არის ქვეყანაში და იმ პრობლემას, რაც არსებობს. მე ეჭვიც არ მეპარება ბატონი დანიელსონის კეთილგანწყობაში და სურვილში, რომ კომპრომისი იყოს მიღწეული და ეს კომპრომისი მართლა ქართველი ხალხის გამარჯვება იყოს, მაგრამ მას უნდა ესმოდეს უბრალოდ, რომ ეს გამარჯვება ვერავითარ შემთხვევაში ვერ იქნება სასამართლო რეფორმაზე და საარჩევნო კოდექსზე შეთანხმების თემები. მე საერთოდ არ ვიხილავ ამ თემებს სერიოზულად ამ ვითარებაში, არა იმიტომ, რომ არ მესმის, რამდენად მნიშვნელოვანია, არამედ სწორედ პირიქით, ძალიან კარგად მესმის რამდენად მნიშვნელოვანია და ძალიან კარგად ვიცი, რომ არანაირი სასამართლო რეფორმა არ ჩატარდება“ – განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.
წყარო: ptn.ge