“ვინც ამ დოკუმენტის ხელმოწერაზე უარს იტყვის, ის საკუთარი პარტიული ინტერესის ტყვეობაში დარჩება და უარს იტყვის ქვეყნისთვის სასიკეთო ნაბიჯის გადადგმაზე”, – ამის შესახებ “მოქალაქეების” ერთ-ერთმა ლიდერმა ლევან იოსელიანმა განაცხადა, რითაც დანიელსონის განცხადებას გამოეხმაურა.
ლევან იოსელიანი ფიქრობს, რომ გამოჩნდებიან პარტიები, რომლებიც დანიელსონის დოკუმენტს ხელს მოაწერენ და პარლამენტში შევლენ.
„დანიელსონმა თქვა, რომ დადებს დოკუმენტს, რომელიც იქნება ევროკავშირის პოზიცია, როგორ ხედავს კრიზისი გადაჭრას. ჩემთვის ძალიან საინტერესო იქნება, ვინ მოაწერს ხელს და ვინ – არა. პირდაპირ ვიტყვი, ვინც ამ დოკუმენტის ხელმოწერაზე უარს იტყვის, ის საკუთარი პარტიული ინტერესის ტყვეობაში დარჩება და უარს იტყვის ქვეყნისთვის სასიკეთო ნაბიჯის გადადგმაზე.
მგონია, რომ აუცილებლად გამოჩნდებიან პოლიტიკური პარტიები, ვინც დოკუმენტს ხელს მოაწერს. ამიტომ ველოდები, თუ ყველა არა, ნაწილი მაინც ხელს მოაწერს და მათ პარლამენტში ვიხილავთ. იმედი მაქვს, ხელს მოაწერს „ქართული ოცნებაც“, – განაცხადა ლევან იოსელიანმა.
დღეს კრისტიან დანიელსონი მმართველ პარტიასა და ოპოზიციურ სპექტრს გაერთიანებულ ფორმატში შეხვდება, სადაც საბოლოო დოკუმენტს ელოდებიან, რომელსაც კრისტიან დანიელსონი მოლაპარაკების მაგიდაზე დადებს.
წყარო: itv.ge