2021 წლის ეროვნული გამოცდებისათვის რეგისტრაცია დღეს 18:00 საათზე დასრულდება. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი დაინტერესებულ პირებს სთხოვს, ყურადღებით გაეცნონ ინსტრუქციას და ვადის ამოწურვამდე გაიარონ რეგისტრაცია.
„რეგისტრაციის პროცესი წელსაც რამდენიმე ეტაპად ჩატარდება: აბიტურიენტებს პირადი მონაცემების შეტანა, საგამოცდო ქალაქისა და ჩასაბარებელი საგნების არჩევა პირველ, ძირითად ეტაპზე შეეძლებათ. 31 მარტის შემდეგ აბიტურიენტი ვეღარ შეცვლის საგამოცდო ქალაქს, მაგრამ 15 აპრილის 18:00 საათამდე შეძლებს საგნის დამატებას, წაშლას ან გამოცდის ენის შეცვლას. საგანმანათლებლო პროგრამების ჩამონათვალში ცვლილებების შეტანის საშუალება კი აპელაციის შედეგების გამოქვეყნებიდან მომდევნო დღის ჩათვლით ექნება“ – ნათქვამია შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.
წყარო: itv.ge