დოლარის ფასი კომერციულ ბანკებში 3.5-ს აჭარბებს

ეროვნული ბანკის მონაცემებით, ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი დოლართან მიმართებით 31 მარტისთვის 3.4118-ს შეადგენს, თუმცა კომერციულ ბანკებში, 1 აშშ დოლარის ფასი 3 ლარსა და 50 თეთრს აღწევს.

ლარის ღირებულება ეცემა Bloomberg-ის სავაჭრო სისტემაშიც. კერძოდ, 31 მარტის 12:00 საათის მონაცემებით, 1 აშშ დოლარის ღირებულება Bloomberg-ის მიხედვით, 3.45 ლარია.

თიბისი ბანკში 1 აშშ დოლარის ყიდვა მომხმარებლებს 3.52 ლარად შეუძლიათ. საქართველოს ბანკში კი 1 აშშ დოლარი 3.5110 ლარი ღირს.

ვითიბი ბანკი მომხმარებლებს 1 აშშ დოლარს 3.5150 ლარად სთავაზობს. ბაზისბანკში კი 1 აშშ დოლარის შეძენა 3.505 ლარადაა შესაძლებელი.

ახალ ოფიციალურ კურსს 1 აპრილისთვის ეროვნული ბანკი 17:00 საათზე გამოაცხადებს.

 

“ნეტგაზეთი”