ესტონეთმა კორონავირუსის ახალი შემთხვევების პრევენციის მიზნით დაწესებული შეზღუდვები ძალაში 25 აპრილამდე დატოვა.
ესტონეთმა კორონავირუსის ახალი შემთხვევების პრევენციის მიზნით დაწესებული შეზღუდვები 2 კვირით, 25 აპრილამდე გაახანგძლივა.
ინფორმაციას ამის შესახებ Guardian-ი ავრცელებს.
გამოცემის ინფორმაციით, ლიტვიდან, ლატვიიდან და ფინეთიდან ესტონეთში ჩასულ მგზავრებს 10 დღე თვითიზოლაციაში ყოფნა მოუწევთ.
ქვეყანაში სპა ცენტრები და საცურაო აუზები დახურულია. რესტორნებს მომხმარებლებისთვის მხოლოდ მიტანის სერვისის შეთავაზება შეუძლიათ.
სასწავლო პროცესი დისტანციურად მიმდინარეობს.
პანდემიის დაწყებიდან დღემდე ესტონეთში კოვიდის 105,416 შემთხვევაა დაფიქსირებული.
წყარო: ptn.ge