სამოქალაქო აქტივისტი, კახა მიქაია სოციალურ ქსელში წერს:
,,ციკლიდან: სამეგრელოს ქრონიკები
დღის მთავარმა პოლიტიკური თემამ, შარლ მიშელის წარმომადგენლის, დანიელსონის მედიატორობით ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის თბილიაში მიმდინარე მოლაპარაკებებმა, სამეგრელოში მეორე პლანზე გადაიწია და ექსპრემიერის გახარიას ზუგდიდში ვიზიტის წინ, ქართული ოცნების საოლქო ორგანიზაციაში მოულოდნელად დიდმა ბუნტმა იფეთქა!!!
ჩვენ არ ვიქნებით იმ პარტიაში, რომლის თავმჯდომარე ედიშერ თოლორაია იქნება!!!
დონ ჯვიტი ,,ქართული ოცნების” სირცხვილის!!!
აცხადებენ ,,ქართული ოცნების” წევრები.
დონ ჯვიტი – გიორგი გახარიას პრემიერობის დროს მისი გუნდის წევრებმა და უახლოესმა გარემოცვამ შეარქვა ედიშერ თოლორაიას!!!
ბუნტია მერიაში!!!
ბუნტია საკრებულოში!!!
მერის მოადგილე ფარულავამ თანამდებობა დატოვა, რომელიც, სავარაუდოდ, გიორგი გახარიას მომხრეთა ბანაკში გადავა. ოცნებას განერიდა საკრებულოს ყოფილი თავმჯდომარე მაიზერ ნანავაც!!!
დიტო სამხარაძის მცდელობა, ,,მიეკაჩავებინა” ფარულავა და სხვა ბუნტარები, ჯერჯერობით უშედეგოდ დამთავრდა!…
საინტერესოა, რა განწყობით შეხვდება, ზუგდიდში ჩამოსულ ექსპრემიერს სამეგრელოს ხელისუფლება?!”