გუშინდელ გაუგებრობასთან, თუ არშემდგარ სექსუალურ აქტთან დაკავშირებით, კარგი ამბავი მაქვს!- ხათუნა ხოფერია

გუშინდელ გაუგებრობასთან, მოლაპარაკებებთან თუ არშემდგარ სექსუალურ აქტთან დაკავშირებით ერთი ამბავი მაქვს.
ერთი კარგი ამბავი!

ნეხეთ, რა აზრი ჩამოაყალიბა კრისტიან დანიელსონმა დასკვნით ნაწილში – “ბრიუსელში იმაში დარწმუნებული დავბრუნდები, რომ ის ძლიერი სამოქალაქო საზოგადოება, რომელიც საქართველოში არსებობს, ერთ დღეს მოახერხებს ამ ფურცლის გადაშლას და წინ, თავისი მომავლისკენ წასვლას შეძლებს.”
დიახ, სამოქალაქო საზოგადოებაო! არა ხელისუფლება, არა პარტიები… არამედ, ხელისუფლებისგან თავისუფალი, სოციალურ-პოლიტიკურად აქტიური მოქალაქეების ერთობაო!
დიახ, ამ ერთობამ, სამოქალაქო საზოგადოებამ, უნდა გადაშალოს დღევანდელი ფურცელიო… მიხვდა ის კაცი, რომ ამათგან არაფერიც არ გამოვა… ესენი ვერც ქვეყანას მართავენ, ვერც შიგნით დალაგდებიან და ვერც გარეთ! ჩვენ კი, აქ მოკაკუნე ადამიანებს ჯერ ისევ გვაქვს ჩვენი ქვეყნის გადარჩენის შანსი თუ გავერთიანდებით და ისტორიას ჩავაბარებთ ამ პოლიტიკურ ორგიას!
ისე, აქვე უნდა გავიხსენო ბიძინა ივანიშვილის განცხადებები ხელისუფლებაში მოსვლის პირველ პერიოდში, როდესაც ის სამოქალაქო სექტორის ჩამოყალიბებაზე და გაძლიერებაზე აპელირებდა. იმასაც კი ამბონდა, რომ ხელისუფლებიდან წასვლის შემდეგ სამოქალაქო სექტორში გააგრძელებდა საქმიანობას. ისიც გემახსოვრებათ, როგორ შექმნა ორგანიზაცია “მოქალაქე” …
…მაგრამ მაშინ, ეტყობა, სხვა სცენარის აქტორები ვიყავით და როგორც ბევრი სხვა სასიკეთო იდეა, ესეც დაიბლოკა….
არა და, სცოდნია იმ კაცს “ქართლის ჭირი”…
მოკლედ, გავერთიანდეთ, გავაქტიურდეთ, გადავშალოთ ეს ფურცელიც და წინ, მეგობრებო, ჩვენი მომავლისკენ!
ჰო, კიდევ ერთი რამ გვახსოვდეს! არც ქუჩაა ხბოს აღტყინებაში მყოფი ოპოზიციის საკუთრება და არც პარლამენტი- კრავთა დუმილით შეპყრობილების თავშესაფარი!!

ხათუნა ხოფერია; სოციალური ქსელი