Booking.moh.gov.ge: ჯანმომ კორონავირუსის წარმოშობის შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა

ჯანმომ კორონავირუსის წარმოშობის შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა.

როგორც ანგარიშშია ნათქვამი, ვირუსის ლაბორატორიაში ინციდენტის შედეგად წარმოშობის ვერსია ნაკლებად სავარაუდოა.

„ვირუსის ადამიანზე გადაცემა ლაბორატორიაში მომხდარი ინციდენტის შედეგად ნაკლებად სავარაუდოა. ყველაზე სავარაუდო ვერსია ის არის, რომ ვირუსი ადამიანს შუამავალი ცხოველის მეშვეობით შეიძლება გადასცემოდა“, – ნათქვამია ჯანმოს ანგარიშში.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ ვირუსის წარმოშობის შესახებ ანგარიშის გამოქვეყნება მხოლოდ დასაწყისია და ვირუსის გავრცელების წყარო ჯერ დადგენილი არ არის.

„რაც შეეხება ჯანმოს, ყველა ჰიპოთეზა ძალაში რჩება. ეს ანგარიში მხოლოდ დასაწყისია. ჩენ ჯერ კიდევ ვერ ვიპოვეთ ამ ვირუსის წყარო და მეცნიერების გზას უნდა გავყვეთ“ – აღნიშნა ჯანმოს ხელმძღვანელმა.

წყარო: itv.ge