გერმანიის კანცლერი, ანგელა მერკელი აცხადებს, რომ AstraZeneca-ს ვაქცინით აიცრება. ინფორმაციას ამის შესახებ Guardian-ი ავრცელებს.
„როდესაც ჩემი ჯერი მოვა, AstraZeneca-ს კორონავირუსის ვაქცინას გავიკეთებ. საკმაოდ მალე მომიწევს ვაქცინაცია“ – აცხადებს მერკელი.
აღნიშნული განცხადება მერკელმა მას შემდეგ გააკეთა, რაც გერმანიის ვაქცინის კომიტეტმა განაცხადა, რომ შესაძლო გვერდითი ეფექტების გამო, 60 წელს ქვემოთ მყოფი არცერთი ადამიანი არ უნდა აიცრას Oxford/AstraZeneca-ს ვაქცინით.
წყარო: itv.ge