მილირდ-ნახევრიან ჩინეთში, კორონავირუსის სულ რაღაც 11 ახალი შემთხვევა დაფიქსიდა

გასული 24 საათის განმავლობაში, მილირდ-ნახევრიან ჩინეთში, კორონავირუსის სულ რაღაც 11 ახალი შემთხვევა დაფიქსიდა. ინფორმაციას ამის შესახებ Reuters-ი ავრცელებს.

ქვეყნის ჯანდაცვის კომისიის განცხადებით, ახალი შემთხვევებიდან 6 იუნანის პროვინციაში დაფიქსირდა. ჩინეთში კოვიდის 8 უსიმპტომო შემთხვევაც დაფიქსირდა, რომელსაც ქვეყანა სტატისტიკაში არ აღრიცხავს.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე ჩინეთში კორონავირუსით 90 201 ადამიანი დაინფიცირდა. გარდაიცვალა 4 636 ადამიანი.