31 მარტს ქუთაისში დღისით +18 გრადუსია ნავარაუდევი, ღამით კი +9 გრადუსი იქნება.
უმეტესად მზიანი დღე იქნება ოზურგეთში, სადაც დღისით +19 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +7 გრადუსი. ბათუმში დღისით სინოპტიკოსები +15 გრადუსსა და უმეტესად მზიან დღეს პროგნოზირებენ, ღამით კი +6 გრადუსი დაფიქსირდება.
ფოთში +18 გრადუსი იქნება დღის განმავლობაში, ღამით კი +7 გრადუსია მოსალოდნელი. ზუგდიდში ჰაერის ტემპერატურა +19 გრადუსია ნავარაუდები. ღამით +7 იქნება. სოხუმში ჰაერის ტემპერატურა დღისით +17 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +6 გრადუსი დაფიქსირდება.
მესტიაში +10 გრადუსი და მცირე ღრუბლიანობაა მოსალოდნელი, ღამითაც -4 გრადუსი დაფიქსირდება. სინოპტიკოსები ამბროლაურში დღისით +15 გრადუსს პროგნოზირებენ, ღამით კი +2 გრადუსი დაფიქსირდება.
ჭიათურაში ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +17 გრადუსი იქნება, ღამით კი +4 გრადუსი დაფიქსირდება. უმეტესად მზიანი დღე იქნება ახალციხეში. დღისით +14 გრადუსია მოსალოდნელი, ხოლო ღამის განმავლობაში ჰაერის ტემპერატურა -1 გრადუსამდე დაიწევს.
ბორჯომში დღისით ჰაერის ტემპერატურა +14 გრადუსი იქნება, ღამის განმავლობაში +1 გრადუსი დაფიქსირდება. ბაკურიანში დღისით +7 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი -4 გრადუსი იქნება.
გორში ცვალებადი მოღრუბლულობაა ნავარაუდები. დღისით +14 გრადუსია მოსალოდნელი, ღამის განმავლობაში +2 გრადუსი დაფიქსირდება. ცხინვალში დღისით ჰაერი +13 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +1 გრადუსი დაფიქსირდება.
უმეტესად მზიანი დღეა მოსალოდნელი გუდაურში. +7 გრადუსია ნავარაუდევი დღისით, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა -4 გრადუსი იქნება. თოვლია ნავარაუდევი ომალოში, სადაც ჰაერის ტემპერატურა დღისით +5 გრადუსი იქნება, ღამე კი -5 გრადუსამდე დაიწევს.
ლაგოდეხში ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +12 გრადუსი იქნება, ღამით კი +5 გრადუსი დაფიქსირდება. თელავში წვიმიანი დღეა მოსალოდნელი. დღის განმავლობაში +12 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +4 გრადუსია მოსალოდნელი.
უმეტესად წვიმიანი დღეა მოსალოდნელი გურჯაანშიც, სადაც დღისით ჰაერი +12 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +4 გრადუსი დაფიქსირდება. იწვიმებს სიღნაღში, დღისით +10 ღამით კი ჰაერის ტემპერატურა +4-მდე დაიწევს.
რუსთავში ქარი და წვიმაა მოსალოდნელი. +13 გრადუსი იქნება დღისით, ღამით კი +5 გრადუსი. უმეტესად მზიან დღეს პროგნოზირებენ თბილისში, თუმცა დღის ბოლოს მოსალოდნელია ნალექი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +12 გრადუსი იქნება, ღამით კი +6 გრადუსი დაფიქსირდება.
“იმედინიუსი”