რუსეთი მზადაა, საპასუხო ინტერესის შემთხვევაში, განაახლოს ნორმალური დეპოლიტიზებული ურთიერთობა ევროკავშირთან

რუსეთი მზადაა, განაახლოს ნორმალური დეპოლიტიზებული ურთიერთობა ევროკავშირთან, თუ საპასუხო ინტერესი გამოვლინდება, – რუსული მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ ქვეყნის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა გერმანიის კანცლერ ანგელა მერკელსა და საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონთან ვიდეო კონფერენციის ფორმატში გამართულ შეხვედრაზე განაცხადა.

“რუსეთსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობების განხილვისას რუსულმა მხარემ კიდევ ერთხელ დაადასტურა მზადყოფნა, განაახლოს ევროკავშირთან ნორმალური დეპოლიტიზირებული ურთიერთობა, თუ ამის საპასუხო ინტერესი გამოვლინდება”, – აღნიშნულია კრემლის პრესსამსახურის მირ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მათივე ცნობით, გერმანიისა და საფრანგეთის ლიდერებთან საუბრისას ვლადიმერ პუტინმა ალექსეი ნავალნის გარშემო შექმნილ სიტუაციასთან დაკავშირებით განმარტება გააკეთა.

“პარტნიორების მიერ ა. ნავალნის საკითხის წამოწევისას საქმის ობიექტური გარემოებების შესახებ სათანადო განმარტებები იქნა მიცემული ”, – აღნიშნულია კრემლის ინფორმაციაში.

ამასთან, მათივე ცნობით, სამი ქვეყნის ლიდერებმა უკრაინასთან, ბელარუსთან, სირიასთან, ირანთან და ლიბიასთან დაკავშირებულ საკითხებზეც ისაუბრეს.