გაანებეთ თავი… შეეშვით ამ ჩლუნგ ოღრაშებს!
ამათ იმდენი აქვთ აღებული თემურ ალასანიასგან ,,ჩერეზ” რუსეთი, აღარც კი უღირთ პარლამენტში შესვლა და ბოდიალი.
ეს უბედურები არიან თემურ ალასანიას მძევლები.
გაიგეთ, ამათთან ლაპარაკს საერთოდ აღარ აქვს აზრი, არც არასდროს ჰქონდა, მაგრამ ჩვენი ბედისა რა ვთქვი, ესენი რომ ხელისუფლებაში გვყავდნენ.
?
ისე… რაში სჭირდება ერთი ციცქნა საქართველოს 150 დეპუტატი?
ყველა მოწვევის საკანონმდებლო ორგანოში 15-20 კაცი მუშაობს, დანარჩენები დაყალთაბანდობენ, თავიანთ ბიზნესებს იწყობენ.
ამ ქვეყანისთვის 50 დეპუტატი სრულიად საკმარისი იქნება!
?
ან ეს რა კანონია, საიდან მოახლაფორთეს?
მაგალითად… აირჩევ ირმა ინაშვილს, პარლამენტში შედის ფრიდონ ინჯია!
თან რანაირი ინჯია? ევროპელი სოციალისტი, არც კომუნისტი, არც პატრიოტი, არც არაფერი, პირდაპირ ევროპიელი.
ზიხართ და ფიქრობთ, ხმა რომ იმას მიეცით, ეს რანაირად გადეპუტატდა? იმანოს არჩევა გინდოდათ და ამანოს პარლამენტში რა უნდა?
ვააახ, კაცოოო!
კანონიაო ეგეთი, ვისაც აირჩევ, ის შეიძლება გაქრეს.
ჰო, შეიძლება გაქრეს, პარლამენტში საერთოდ არ შევიდეს, გარე-გარე ირბინოს, საქმე გააფუჭოს, ქვეყანა თავზე დაიმხოს და ამაში ხელფასი უნდა აიღოს… თანაც ,,დვაინოი”, პირადი ჯამაგირი და პარტიული დაფინანსება. პირველი თვეში 7 ათას ლარამდეა, მეორე – წელიწადში მინიმუმ 300 ათასი ლარია.
აეგრეა, ეგეთი კანონია!
არ შევა, არ იმუშავებს, 4 წლის განმავლობაში თითს თითზე არ დააკარებს, მაგრამ კაი ცხოვრებისთვის მილიონებს მაინც აიღებს.
თუ ამ დაუმსახურებელი ჯამაგირის გაუქმებას დააპირებ, ევროპიელი პოლიტიკოსები ფეხზე დადგებიან, აღარაფერს ვამბობ სენატელებსა და კონგრესმენებზე. ეგ როგორაო? თუ ყალთაბანდებს არ შეინახავთ, დემოკრატიას საფრთხე შეექმნებაო. ჩვენ არ გვჯერა, მაგრამ მაინც ვიჯერებთ, რომ საფრთხე შეექმნება და ვინმე მაჭუტაძეს 4 წელიწადი ფუფუნებაში ვინახავთ.
წესით, პარტიას თვითონ წევრები უნდა ინახავდნენ საწევრო შენატანებით. მე რა შუაში ვარ, ჩემი გადასახადით რატომ უნდა ვაფინანსებდე რომელიმე მკვდარ, თუნდაც ცოცხალ პარტიას?
მაგალითად… ვინ ჩემი ფეხებია ჯუნიორა ვაშაძე, ბიუჯეტის ხარჯზე რომ უნდა იცხოვროს და იბაირამოს?
ამიხსენით, რანაირი კანონია, საიდან მოათრიეს, საიდან გადმოწერეს და დაამკვიდრეს?!
?
დაწერეთ ისეთი კანონი, მავანს რომ აირჩევ, ის მავანი შევიდეს პარლამენტში და არა სარკოფაგიდან წამომხტარი მუმია. თან ისიც დაწერეთ, ვისაც ავირჩევთ, თუ სხვაგან გადახტომა მოინდომა , თუ დღეს ქოცია, ხვალ კიდევ ნაცი, ჩვენ უნდა გვქონდეს მისი გამოწვევის უფლება.
აბა, ეგ სადაური წესია, ადამიანს ერთი პარტიით ვირჩევ და მერე იძახის, დამოუკიდებელი გახლავართო.
დამოუკიდებელი არა, იხვის ტოლმა!
?
შეეშვით-მეთქი ამ ჩაფეხვილებს, გაანებეთ თავი, 15 მაისს კიდევ ერთხელ გაჩუჩუნდებიან და მორჩა, სამუდამოდ გაუჩინარდებიან სარკოფაგებში. ჰმ… რაღა დროს აკუ მინაშვილი და გიგა ბოკერიაა, არ გადამრიოთ, აღარაფერს ვამბობ უგულავებსა და რურუებზე!
?
კანონები გაასწორეთ, კანონები, გეუბნებით მე თქვენ.
რავა, სიმართლეს არ ვამბობ, ბატონო კუკური?!
გელა ზედელაშვილი, ჟურნალისტი; სოციალური ქსელი