უდიდეს მწუხარებას გამოვთქვამ გენიალური ფოლკლორისტის, ანზორ ერქომაიშვილის გარდაცვალების გამო – ირაკლი ღარიბაშვილი.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სოციალურ ქსელში ანსამბლ „რუსთავის“ დამფუძნებლის ანზორ ერქომაიშვილის გარდაცვალებას ეხმაურება.
“უდიდეს მწუხარებას გამოვთქვამ გენიალური ფოლკლორისტის, ქართული ხალხური მუსიკის მოამაგისა და საზოგადო მოღვაწის ბატონი ანზორ ერქომაიშვილის გარდაცვალების გამო.
ანზორ ერქომაიშვილმა მთელი თავისი ცხოვრება მიუძღვნა ხალხურ მრავალხმიან მუსიკას, ჩვენს ყველაზე ძვირფას საგანძურს და მთელ მსოფლიოს გააცნო ქართული მუსიკისა და გენის სიდიადე. ფასდაუდებელია მისი ღვაწლი ქართული კულტურის წინაშე. ბატონი ანზორის გარდაცვალება აუნაზღაურებელი დანაკლისია, თუმცა, მჯერა, რომ იმ საქმეს, რომელსაც მან მთელი სიცოცხლე მიუძღვნა, მისი აღზრდილი თაობები ღირსეულად გააგრძელებენ.
ვუსამძიმრებ მის ოჯახს, მეგობრებს, კოლეგებს და მთელ საქართველოს” – წერს ირაკლი ღარიბაშვილი.
ცნობისთვის, ანზორ ერქომაიშვილი 80 წლისა გარდაიცვალა. ის კორონავირუსის დიაგნოზით თბილისის საუნივერსიტეტო კლინიკაში იყო მოთავსებული და მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა.
წყარო: newposts.ge