“აჭარა ჯგუფი” პოზნერის მასპინძლობასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

სასტუმრო “რუმსის“ მფლობელი კომპანია “აჭარა ჯგუფი” რუსი ჟურნალისტის,რომელიც ასევე აშშ-ს მოქალაქეც არის, ვლადიმირ პოზნერის საქართველოში ვიზიტს განცხადებით გამოეხმაურა.

“ვიზიარებთ პროტესტის სულისკვეთებას და წუხილს გამოვთქვამთ შექმნილი ვითარების გამო.

ჩვენი საქმიანობის გათვალისწინებით, სტუმრისა და თანამშრომლის უსაფრთხოების უზრუნველყოფა წარმოადგენს ჩვენს ერთ-ერთ უმთავრეს ვალდებულებას.

სასტუმრო მასპინძლობს ნებისმიერ სტუმარს, მათი სტატუსის წინასწარ გადამოწმების გარეშე და არანაირ პრივილეგიას, მით უმეტეს, კანონსაწინააღმდეგოს არ ანიჭებს.

ჩვენთვის მნიშვნელოვან და უპირობო საკითხს წარმოადგენს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა და ვგმობთ ქვეყნის ოკუპაციას“ – ნათქვამია განცხადებაში.

ცნობისთვის, რუსი ჟურნალისტი ვლადიმირ პოზნერი საქართველოში 31 მარტს ჩამოვიდა. როგორც მან აღნიშნა, მან თბილისში ვიზიტი საკუთარი დაბადების დღის აღსანიშნავად დაგეგმა.

სასტუმრო „რუმსში“ სირცხვილის კორიდორი მოაწყვეს და კვერცხები დაუშინეს.

წყარო: itv.ge