რუსოფობი დამსმენი ელისაშვილი ხულიგნებს მადლობას უხდის 87 წლის ვლ. პოზნერის შეურაცხყოფისათვის

დეპუტატიც ასეთი უნდა – “ქოცნებამ” ტყუილად არ მოიკლა თავი, პარლამენტში შეეთრია ეს ნაგავი – ბატონი ალეკო ელისაშვილი, რომელიც მადლობას უხდის – ციტატი – “თითოეულ იმ ადამიანს, რომელმაც ანგელოზები დაუფეთა პოზნერს და პირიდან ლუკმა გააგდებინა” .

ძალიან კარგია, ყოჩაღ და მადლობა თითოეულ იმ ადამიანს, რომელმაც ანგელოზები დაუფეთა პოზნერს და პირიდან ლუკმა გააგდებინა – ამის შესახებ პარტია „მოქალაქეების“ ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა განაცხადა.

„მე პირადად არ ვყოფილვარ აქციაზე, რადგან დანიელსონთან შეხვედრის შემდეგ ძალიან მძიმე ღამე მქონდა ემოციურად, ვერ ვინელებ იმ უპასუხისმგებლობას და გუშინ ძალიან ცუდად ვიყავი ფიზიკურად, მაგრამ აბსოლუტურად სოლიდარული ვარ იმ პროტესტის მიმართ, რაც გუშინ გაიმართა. ჯერ კიდევ ანდროპოვს ჰქონდა დამოკიდებულება და საქართველოს ეძახდა „იუჟნაია შაშლიჩნაიას“, სახელმწიფოდ არ აღიქვამდა მაშინ საბჭოთა საქართველოს და მიაჩნდა და დღემდე მიაჩნიათ რუსებს, როგორც ჩანს, რომ შეიძლება აკადრო ქართულ სახელმწიფოს ნებისმიერი რამ, დააბრალო მაგალითად, ომის დაწყება, შემდეგ სინანული გამოთქვა, რომ ტანკები გაჩერდნენ შუა გზაზე და თბილისამდე ვერ მოვიდნენ, ამის შემდეგ ჩამოხვიდე “იუჟნაია შაშლიჩნაიაში“, როგორც ისინი ჩვენ აღგვიქვამენ და გემრიელად მოილხინო” – განაცხადა ელისაშვილმა.

ელისაშვილის განმარტებით, კანონი მხოლოდ ქართველ ხალხზე არ უნდა ვრცელდებოდეს.

“სანამ აქცია არ დაიწყო, მანამდე ხომ არ მივიდა ინსპექცია და ის ღრეობა ხომ არ დააჯარიმა? მხოლოდ ამბავი რომ ატყდა, ამის შემდეგ დააჯარიმეს. კორონა რეგულაციები ჩვეულებრივ ხალხზე თუ ვრცელდება, მაშინ რატომ არ უნდა ვრცელდებოდეს ქართული სახელმწიფოებრიობის შეურაცხმყოფელ პოზნერზე და მის ამალაზე?!” – განაცხადა ელისაშვილმა.

 

რედაქციისგან: შეგახსენებთ, რომ ალ.ელისაშვილი მთავარი ფიგურანტია 2010 წელს სააკაშვილის რეჟიმის მიერ, ტელეკომპანია “კავკასიის” პირდაპირ ეთერში მოწყობილი პროვოკაციისა, რომლის შედეგად მაშინდელმა ხელისუფლებამ ციხეში ჩასვა ახალგაზრდა მართლმადიდებელი აქტივისტები, მათ შორის, შოთა აფხაიძე, რატი მაისურაძე, გიორგი გაბედავა და სხვები, ასევე ბ-ნი ლევან ჩაჩუა. ამის შემდეგ ელისაშვილი სასამართლოზეც დამსმენის როლში გამოვიდა და ახალგაზრდებისადმი სასჯელის მისჯა მისი ცრუ ჩვენებების საფუძველზე მოხდა.