პოზნერი ამერიკის მოქალაქეა და ქვეყანაში ამერიკული პასპორტით შემოვიდა, – ინფორმაციას ამის შესახებ სამხედრო ექსპერტი ლევან ნიკილეოშვილი ავრცელებს.
„აქოთქოთდნენ ნაცები, პოზნერი ჩამოდის და ეს როგორ გაბედაო. ცხადია, გადაშენების პირას მყოფი პარტია და მისი ანასხლეტები ცდილობენ ხავსს იპოვონ მოსაჭიდებლად, მაგრამ ეს ხავსიც რომ არსად ჩანს?… დავინტერესდი, ინფორმაცია მოვიძიე და გავარკვიე, რომ პოზნერი ამერიკის მოქალაქეა და ქვეყანაში სწორედ ამერიკული პასპორტით შემოვიდა, არ აქვს დარღვეული კანონი ოკუპაციის შესახებ და ამ დროს რა უნდა ქნას სახელმწიფომ? როგორ უნდა უთხრას უარი შემოსვლაზე?
ნაცებო, ერთ რჩევას მოგცემთ, სანამ ამერიკის მოქალაქე პოზნერის ჩამოსვლას გააპროტესტებთ, თქვენი პარტიის წევრის, რუსეთის მოქალაქე ჩომახიძის წაყვანა არ დაგავიწყდეთ…” – წერს ნიკოლეიშვილი.
წყარო: ptn.ge