საქართველო, ევროპის ნაცვლად, უბანანო ბანანის რესპუბლიკად გადაიქცა – პროცესებს აშშ მეათეხარისხოვანი პოლიტიკოსები მართავენ

პირუტყვული რუსოფობია, რომელიც საქართველოში ვლ. პოზნერისა და მისი მეგობრების ჩამოსვლასთან დაკავშირებით გამოვლინდა, საქართველოს იმიჯს კიდევ უფრო მეტად აკნინებს და ხელისუფლებას გროტესკულ მდგომარეობაში აყენებს. თუმცა ეს ხელოვნური რუსოფობია და ემოციები არც ისე უმართავია.

ე. წ. პროტესტის პარალელურად, როდესაც გავეშებული ნაც-ლგბტები გამოვარდნენ ქუჩაში, საქართველოში აშშ-ის ყოფილ ელჩს, იან კელის, “ტვიტერზე” დაუწერია, რომ რუსი ჟურნალისტის, ვლ. პოზნერის საქართველოში ჩამოსვლა “შემაშფოთებელიაო”.

იან კელისნაირი უვარგისი დიპლომატები მართავენ დღეს საქართველოს, თუკი ამას მართვა ჰქვია. საქართველო ჩამოყალიბდა ამერიკის გავლენის სფეროდ, რომელსაც ევროპასთან არაფერი აქვს საერთო, არამედ ცენტრალური ამერიკის ან სულაც აფრიკის “ბანანის რესპუბლიკის” კლასიკური მაგალითია, სადაც ყველაფერი შეგიძლია გააკეთო, რასაც მოისურვებ. თუკი გავრილოვის საქართველოში ჩამოსვლის გაპროტესტება თეორიულად მაინც შეიძლება, პოლიტიკურ ქმედებად განვიხილოთ, რუსი ჟურნალისტის და მისი მეგობრების, კერძო პირების ვახშამი სასტუმროში, დაბადების დღის აღსანიშნად, ვერანაირად ვერ იქნება აღქმული პოლიტიკურ კონტექსტში. შესაბამისად, ადგილი აქვს ველურ, ბარბაროსულ აქტს, რომელიც უმკაცრესად უნდა აღკვეთილიყო ხელისუფლების მიერ, მაგრამ საქართველოს ხელისუფლება არ ჰყავს. საქართველოს ხელისუფლება იან კელისნაირი მეათეხარისხოვანი გადამთიელები არიან.

ისღა დაგვრჩენია, დაველოდოთ, რამდენი რუსი ტურისტი გაბრიყვდება აწი და ამ უბანანო ბანანის რესპუბლიკაში ჩამოვა შეურაცხყოფების ასატანად. იმედია, არ ჩამოვლენ. პრინციპის საკითხია.