გიორგი ფხაკაძე საქართველოში ჩინური ვაქცინის შემოტანას აპროტესტებს

ვაქცინაციის პროგრამა ჩავარდნილია. რატომ? უნიათური და არაპროფესიონალური კორუფციული ნაზავია. ფაქტობრივად ყველაფერი გააკეთა სახელმწიფომ და დაავადებათა კონტროლის სააგენტომ, რომ ეს პროგრამა ჩავრდნილიყო – ამის შესახებ საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერმა, გიორგი ფხაკაძემ გადაცემაში “კვირის თემა” განაცხადა.

„ვაქცინაციის პროგრამა ჩავარდნილია. რატომ? უნიათური და არაპროფესიონალური კორუფციული ნაზავია. ფაქტობრივად ყველაფერი გააკეთა სახელმწიფომ და დაავადებათა კონტროლის სააგენტომ, რომ ეს პროგრამა ჩავრდნილიყო და ამას ნურავის ნუ აბრალებენ. სხვათა შორის მეც მაბრალებენ, რომ მეც ვარ ანტივაქსერი. კარგით რა, ნამუსიც კარგი საქონელია. ელემენტარულია, რომ საინფორმაციო კამპანია ვერ მოამზადეს და ახლა კიდევ გავიგე, რომ ჩინური ვაქცინა შემოაქვთ. ეს ხომ ახლა კორუფციული ამბავია და ეს ხომ დანაშაულია.

როგორ შეიძლება შემოიტანო ჩინური ვაქცინა. ჩამოაქვთ ვაქცინა, რომელიც არსად არ არის რეგისტრირებული. თუ ზიმბაბვეში და მოზამბიკაშია დარეგისტრირებულია, კი ბატონო. მაგრამ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ, ეს ვაქცინა არაა დარეგისტრირებული. ჩვენთან რომ ნორმალური ქვეყანა გვქონოდა, ეს ხალხი უკვე ციხეში იქნებოდა, მაგრამ ვართ იქ, სადაც ვართ” – აცხადებს ფხაკაძე.

წყარო: ptn.ge