“გრიბოედოვის ძეგლის შეურაცხყოფა ანტიქართული პროვოკაციის ნაწილია!” – დ. გიორხელიძე

უკრაინელებმა თითქმის 100 ათას სამხედროს მოუყარეს თავისი ტექნიკით, ახალი დრონებით! როგორც იწერება, უკრაინელები ელიან აშშ-ან ნიშანს სადღაც 2 მაისამდე და მერე რა იქნება, – ამას დიდი ცოდნა-გამოცდილება არ სჭირდება! ზუსტად იგივე ხდება საქართველოში, ოღონდ ჯერ ფსიქოლოგიური დამუშავების დონეზე, ისტერიის ჩაჭირხვნით იდეოლოგიით ისედაც განადგურებულ და გონებაარეულ ხალხში.


აშკარაა, საქართველო კიდევ ერთ უგუნურ ნაბიჯს გადადგამს! ხაზგასმით ვამბობ! ყველგან არანორმალურად დაიძაბა მდგომარეობა – ჰაერში, მიწაზე და ცაში.

ამერიკელები და რუსები ერთმანეთს ვერ/არ დაეჯახებიან, სხვა უგუნურების ხარჯზე მოხდება ეს – სატელიტებისა და მარიონეტული რეჟიმების გამოყენებით, ამ უკანასკნელთა სრული კრახით!

სირიაში არაერთხელ დაეჯახნენ ისინი ამ ბოლო დროს, მაშინ, როცა აქამდე აკურატულად ატყობინებდნენ ერთმანეთს ყველა უმნიშვნელო გადაადგილებასაც კი! პროვოკაციებისთვის გამოყენებული იქნება 6 ყველაზე უპასუხისმგებლო ქვეყანა – ბალტიისპირეთის სამი სახელმწიფო, უკრაინა, საქართველო და პოლონეთი, რომელმაც უკვე არაერთი ნაბიჯი გადადგა.

რა მოჰყვება ამას?!

მე ნაკლებად მაინტერესებს სხვების მომავალი – მე საქართველო მაინტერესებს. გუშინდელი პროვოკაცია და გრიბოედოვის ძეგლის შეურაცხყოფა – სწორედ ამ პროვოკაციის შემადგენელი ნაწილია.

ვერ იბრძოლებენ ქართველები – ეს ვერ იქნება ბრძოლა ტრადიციული გაგებით! მაგრამ ეს იქნება მსხვერპლი, რომელსაც ტრაგედია მოჰყვება. მე ვისურვებდი, რომ საქართველო არ ჩაერიოს ამ ავანტიურაში!

მე არსად გავრბივარ!
აქ ვარ და აქ დავრჩები, მაგრამ მე არ მინდა უბედურება-პოლიტიკოსები რომ არ არიან, ამაში მგონი დარწმუნდა ქართველების საკმაო ნაწილი, მაგრამ არიან თუ არა უგუნურები, ეს მალე გამოჩნდება!
ღმერთმა ქნას, – ჭკვიანები აღმოჩნდნენ! ღიად აღვნიშნავ ამ სიჭკვიანეს!

 

დემურ გიორხელიძე

(სოციალურ ქსელებში)

რედაქციისგან: შეგახსენებთ, რომ თავაშვებულმა ნაც-ლგბტ პირებმა რუსოფობული წარწერები გააკეთეს ისტორიული მემკვიდრეობის ღირებულების მქონე გრიბოედოვის ძეგლის კვარცხლბეკზე. ეს წარწერები თბილისელმა ერეკლე კუხიანიძემ წაშალა.