გრიგოლ ონიანი ახალგაზრდებს მიმართავს: მოდით ჩემთან 4 აპრილს ზემოთ აღნიშნულ მისამართზე, დღის 14 საათზე

გრიგოლ ონიანი სოციალურ ქსელში გზავნილს აქვეყნებს:

 

ჩემო პროგრესულად მოაზროვნე ახალგაზრდებო
მ ი მ ა რ თ ვ ა
ხომ ხედავთ ქვეყანა განსაცდელშია. ქვეყნის გადამრჩენი ძალა ახალგაზრდობაშია თუ ის მამა-პაპათა ტრადიციებს აგრძელებს, თუ ის ახალ ველოსიპედს არ იგონებს და მხოლოდ აუმჯობესებს, თუ ის მამის კვალში ჩარჩენილ გუთანს ბოლომდე გაიტანს (ილია) და ხნულში სარეველას კი არ გაამრავლებს, არამედ საუკუნეებით გამოცდილ თესლს და ნერგს გაახარებს. წესსა და ადათს დაიცავს, მამის საფლავს არ გადახნავს, მეგობარს არ უღალატებს და სამშობლოს დაიცავს.
მოდით ჩემთან – დიღმის მასივი, მ. ჭიაურელის ქუჩა, I ჩიხი, სახლი N 5.
დამირეკეთ ტელეფონზე 599 292 000.
ნახეთ თქვენ წინაპართა მიერ ჩადენილი საგმირო საქმეები, რომელიც ჩემს მუზეუმშია გამოფენილი.
თუ თქვენი სურვილი იქნება ვიკამათოთ, გავუზიაროთ ერთმანეთს აზრები, პასუხი გავცეთ ბევრ პასუხგაუცემელ კითხვას.
მოდით კვირას, 4 აპრილს ზემოთ აღნიშნულ მისამართზე, დღის 14 საათზე.

გელოდებით, გრიგოლ ონიანი