ისნის მეტროს სადგურში შუახნის კაცი გარდაიცვალა.
როგორც imedinews-ს სატრანსპორტო კომპანიის პრესსამსახურში განუცხადეს, დილით, 10:00 საათზე კაცი მატარებლის ვაგონიდან გამოვიდა, შეუძლოდ გახდა და ადგილზე გარდაიცვალა.
დამატებითი დეტალები ამ დროისთვის უცნობია.
“იმედინიუსი”