ვფიქრობ, საქართველოს მთავრობა რისკავს იმ კეთილ ნებას, რომელიც ქვეყნის მიმართ ამერიკის სენატში არსებობს – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მეორე მოადგილე ჯორჯ კენტი “ამერიკის ხმასთან” ექსკლუზიურ ინტერვიუში აცხადებს.
როგორც კენტი ამბობს, “ქართველებმა უნდა გააცნობიერონ, რომ არსებობს ეროვნული პროექტი წარმატებისთვის”.
მისივე თქმით, ქვეყნისთვის სასწორზე მომავალი განვითარებაა.
“საქართველოსთვის სასწორზე იმ მომავლის გაგრძელებაა, რომელსაც მისი ლიდერები ამბობენ, რომ ქვეყნისთვის სურთ. რეფორმების ძალისხმევამ უნდა შექმნას სიტუაცია, როცა ქვეყანას წინ წასვლა შეეძლება და ექნება საკუთარი მომავლის შერჩევის შესაძლებლობა. ძალიან ცხადია ის, რომ წარმატების მისაღწევად საქართველოს ძირეული საარჩევნო სისტემის რეფორმები და სასამართლო სისტემის რეფორმები სჭირდება. სასამართლოს რეფორმა აბსოლუტურად კრიტიკულია ქვეყნის წარმატებისთვის” – აცხადებს ჯორჯ კენტი.
წყარო: itv.ge