კომენდანტის საათის გადაწევას რეკომენდაციას ვერ გავუწევთ – გამყრელიძე

კომენდანტის საათის გადაწევას რეკომენდაციას ჩვენი ცენტრი ვერ გაუწევს. ეპიდსიტუაცია არასტაბილურია და გაუარესების ტენდენცია აქვს – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, კომედანტი ერთ-ერთი მთავარი იარაღი ინფექციის გავრცელების და შენელების.

“ჩვენ ვსაუბრობდით, როგორც მარტის შუა რიცხვებში გვქონდა ეპიდსიტუაცია, თუ ამას ასე დავიჭერდით, განიხილებოდა შემცირება საათის და გადაწევა, მაგრამ ამ ეტაპზე იცით დღევანდელი, გუშინდელი განცხადებები ევროპული ქვეყნის, სადაც პირიქით, კომენდანტის საათი დააწესეს საღამოს 6 საათიდან. ამ ეტაპზე ეს არ განიხილება” – განაცხადა გამყრელიძემ.

წყარო: ptn.ge