პოზნერი კი არა, შევარდნაძეს არძინბა ჰყავდა თბილისში ჩამოყვანილი. ეძახეთ ეხლა პრორუსი…. პოლიტიკა არ კეთდება სხვანაირად.
დამეთანხმება მამუკა არეშიძე, 2001 წელს, არძინბასთან ვიყავით სტუმრად. ლევან ანჯაფარიძის სცენარით ერთობლივი ფილმის გადაღება გვქონდა ჩაფიქრებული. აფხაზებისა და ქართველების დაახლობისათვის და ძმათამკვლელი ომის მონანიებისათვის.
მცირედონი ჩვენი წვლილიც გვინდოდა შეგვეტანა ყველაფერ ამაში (რაც სხვადასხვა ძალების ჩარევის შემდგომ არ განხორციელდა) პირისპირ ვიჯექით სუფრასთან ხალხი, რომლებიც ერთმანეთის წინააღმდეგ ვიბრძოდით.
(ვაჟკაცი აფხაზები ) ტამიშსა თუ კინდღში , რამოდენიმე ბრძოლაშო პირისპირ ვმდგარვართ თურმე ერთმანეთთან. ატარა აფხასკაიაში , ატარა არმიანსკაიაში და ჯგერდა კვიტოულში. ერთი წუთითაც მსგავსი არათუ მტრობის არამედ უპატივცემულობის ნასახიც არ გაჩენილა.
სამი დღე გადაგყვნენ თან. გუდაუთაშიც ვიყავით. ისიც მახსოვს, მეგობრების სადღეგრძელო დავლიეთ დიმა ჯაინის თამადობით. ყველანი ფეხზე ადგნენ. ერთ ადგილას, სანაპიროზე მაგთი იჭერდა იქ მიმიყვანეს, იქედან დავურეკე დიმას გასკდა ტირილით ტელეფონში, ნათელში იყოს მისი სული.
რამ გადაგაგვარათ? რა გჭირთ? და საერთოდ რა ჯიშის და ჯილაგისანი ხართ?! . . . ეგ არ არის ჩემი და ჩემნაირების საქართველო და ჩვენს საქართველოს არ ვაქცევთ თქვენს საროსკიპოდ!!!
კაკო სვანიძე; სოციალური ქსელი