2021 წლის მარტში, წინა თვესთან შედარებით, ფასი არაერთ პროდუქტს მოემატა, მათ შორის, გაძვირდა სასურსათო პროდუქტებისა და უალკოჰოლო სასმელის ფასები.
სტატისტიკის ეროვნული სამსახური იმ პროდუქტების სიას აქვეყნებს, რომლებიც მარტში ყველაზე მეტად გაძვირდა.
თვიური მაჩვენებლის მიხედვით ფასები გაიზარდა შემდეგ ქვეჯგუფებზე:
ხილი და ყურძენი – 3.8%-ით; ზეთი და ცხიმი 3.7%-ით; შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული 2.7%-ით.
ხორცი და ხორცის პროდუქტები 2.1%-ით; ბოსტნეული და ბაღჩეული 1.3%-ით
მინერალური და წყაროს წყალი, უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური წვენები 1.1%-ით
ფასები მომატებულია შემდეგ ქვეჯგუფებზე: ზეთი და ცხიმი 35.8%-ით
ყავა, ჩაი და კაკაო 13.7%-ით; შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული 13.0%-ით, თევზეული 12.2%-ი
რძე, ყველი და კვერცხი 8.5%-ით; პური და პურპროდუქტები 7.7%-ით
მინერალური და წყაროს წყალი, უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური წვენები 5.0%-ით
ხორცი და ხორცის პროდუქტები 4.0%-ით.
წყარო: bm.ge