ეროვნული ბანკის მიერ 2 აპრილისთვის დადგენილი კურსით 1 აშშ დოლარი 3.4410 ლარი ღირს, ხოლო ევრო 4.0404 ლარი.
2 აპრილისთვის, კომერციულ ბანკებში დოლარის და ევროს ღირებულება შემდეგია:
საქართველოს ბანკში 1 აშშ დოლარი 3.45 ლარი ღირს, ევროს შეძენა კი 4.08 ლარად არის შესაძლებელი.
თიბისი ბანკში 1 აშშ დოლარის ფასი 3.48 ლარია ერთ ევრო კი 4.11 ლარი ღირს.
შეგახსენებთ, გუშინ გამართულ საქართველოს ეროვნული ბანკის სავალუტო აუქციონზე სებ-ის მიერ გასაყიდად გამოტანილი იქნა 40 მლნ. აშშ დოლარი. ცენტრალური ბანკის ინფორმაციით, აუქციონზე 27 500 000 აშშ დოლარი გაიყიდა. საშუალო შეწონილმა გაცვლითმა კურსმა 3.4401 შეადგინა.
“რუსთავი2”