ჩეხეთის სამხრეთ-აღმოსავლეთით მდებარე ქალაქ ბრნოში კორონავირუსის ახალი შტამი აღმოაჩინეს. მისი გამოჩენა სპეციალიზებულმა ლაბორატორიამ Elisabeth Pharmacon დააფიქსირა. ამ ლაბორატორიაში კოვიდზე ტესტებს ატარებენ. ინფორმაციას ჩეხეთის ტელევიზია ავრცელებს.
წინასწარი მონაცემებით, კორონავირუსის ახალი მუტაცია ბრიტანულ, ან სამხრეთაფრიკულ შტამებზე მეტად სახიფათო არ არის, თუმცა, მისი კვლევა კვლავაც გრძელდება.
ამასთან, ქვეყანაში კოვიდისიტუაცია არცთუ მარტივია. მხოლოდ ოფიციალური სტატისტიკით, ინფექცია გადაიტანა ქვეყნის 11-მილიონიანი მოსახლეობის უკვე 15%-მა. გარდაიცვალა 25,8 ათასი ადამიანი.
წყარო: itv.ge